fbpx

იმისთვის, რომ არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიცია ჩაითვალოს, საჭიროა მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს ერთ პარტიად ან ბლოკად-ირმა ზავრადაშვილი

უმრავლესობის დეპუტატი ირმა ზავრდაშვილი ოპოზიციას პასუხობს-

მსურს, გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის დაუსრულებელ მტკიცებას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ხელისუფლებამ. უცნობია, ვისი გონების არევას და მოტყუებას ცდილობს დესტრუქციული ოპოზიცია, რადგან საქართველოს გონიერმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ:1. ყველა საპარლამენტო ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები ხშირად ჯამში იღებენ უფრო მეტ ხმას, ვიდრე გამარჯვებული პარტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ გაიმარჯვეს. 2. პარტია გამარჯვებულად ითვლება მაშინ, როცა ის სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტ ხმას იღებს. 3. იმისთვის, რომ არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიცია ჩაითვალოს, საჭიროა, რომ მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს ერთ პარტიად ან ბლოკად და უფრო მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე სახელისუფლებო პარტიამ. არცერთ ქვეყანაში ცალ-ცალკე მონაწილე პარტიების ხმათა ჯამი მხედველობაში არ მიიღება. დანარჩენი თავად მოსახლეობამ განსაჯოს – რამდენად ერთ ძალას წარმოადგენს ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისასაც კი ვერ ინარჩუნებს ერთიანობას და მისი წევრები ერთმანეთთან ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მიდიან ხოლმე

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია