fbpx



იმედი მაქვს, პირველი ივნისიდან შევწყვეტთ კოვიდთან ბრძოლას და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში-ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისივე თქმით, დღეს კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი რჩება, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობენ სტაბილურია.

„გვყავს 2 ორსული ქალი, მათი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ორსული ქალების პირველად პასუხებს დღეს ველოდებით. კლინიკაში 10 მარტიდან დღემდე 1 500-მდე საეჭვო შემთხვევა გატარდა, აქედან 163 იყო კოვიდინფიცირებული, აქედან 125-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღეს ჩვენს კლინიკაში მთავრდება მედპერსონალის 15 დღე, რომელმაც კლინიკაში მკაცრი კარანტინის პირობებში გაატარა, ჩატარებული ტესტირების შედეგად არც ერთ მათგანს კორონა არ დაუდასტურდა და ესენი 14 დღე კვლავ მკაცრ საკარანტინო პირობებში გადავლენ. ახლა კლინიკაში ახალი ბრიგადა შემოვიდა და იმედი გვაქს, რომ ეს ბრიგადა ჩვენი კლინიკისთვის ბოლი იქნება. ძალიან გვინდა, რომ პირველი ივნისიდან ჩვენმა კლინიკამ კოვიდთან ბრძოლა შეწყვიტოს და ჩვეულებრივ პაციენტებს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა რატიანმა.

ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია