ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან, ერთად დაესწრო.ღონისძიებაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კუთხეებთან ერთად წარმოდგენილი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგამოფენო სივრცე და გასტრონომიული კუთხე.სახალხო დღესასწაული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონი“ და ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ მონაწილეობდნენ.აღსანიშნავია, რომ ილიას გარდაცვალების შემდეგ „ილიაობის“ დღესასწაული აღარ ჩატარებულა. 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით, ეს ტრადიცია განახლებული ფორმატით აღდგა. ამ დღეს ილიას სახლ-მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სტუმრები ჩადიან და ერთი დღით საგურამოს სახლის მასპინძლები ხდებიან. წელს მასპინძელი ქვემო ქართლის მხარე იყო.