fbpx

ილია დარჩიაშვილი-ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი

ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მოტივირებულია იმისთვის, რომ აქტიურად იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები.

„მე დღეს მქონდა ასევე შესაძლებლობა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ბასთან მქონოდა შეხვედრა. მასთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი, გულწრფელი და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე და მე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აუცილებლად მოიტანს თავის კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ მოტივირებული ვართ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, იმისთვის, რომ ერთის მხრივ გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მხრივ, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება