ილია დარჩიაშვილი-საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრია, ჩვენი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან იმისთვის, რომ მას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები

მინისტრის თქმით, საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, უამრავი გამოწვევა აქვს და ხელისუფლება ცდილობს, აქტიურად მოახდინოს საერთაშორისო პარტნიორების კოორდინაცია და მობილიზება.
„ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიუხედავად პერიოდულად არსებული გამოწვევებისა და ეს ნორმალურია, ყველა ქვეყანას აქვს პერიოდულად სხვადასხვა დონის და მასშტაბის გამოწვევები, საქართველოც არ არის გამონაკლისი, ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, გვაქვს უამრავი გამოწვევა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ გამოწვევების ფონზე, ძალიან აქტიურად მოვახდინოთ კოორდინაცია და მობილიზება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და გვაქვს ძალიან ძლიერი კომუნიკაცია ამ მიმართულებით პარტნიორებთან, პარტნიორები მხარს გვიჭერენ, ესმით ჩვენი გამოწვევების და აკეთებენ ყველაფერს რომ ჩვენთან ერთად, ამ მიმართულებით გადადგან კონკრეტული ნაბიჯები“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება