fbpx

ივანიშვილმა სააკაშვილს “მერსედესი” წაართვა, თვითონ დაჯდა საჭესთან, ტარება ვერ ისწავლა, მაგრამ ზის, ასიგნალებს-გია ხუხაშვილი

„ქართული ოცნების“ გუშინდელ პრეზენტაციას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი საზოგადოებას ნეგატიურ არჩევანს სთავაზობს.

„მთავარი ფუნდამენტური გზავნილი მაინც არის ის, რომ გვთავზობს ნეგატიურ არჩევანს. არ ამტკიცებს, რომ რაიმე განსაკუთრებული იმედები უნდა მოგვცეს. ის ამბობს, რომ კი ბატონო, მე შეიძლება არ მოგწონვართ, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა ჩემს გარდა, რომელიც არის ჩემზე უარესი. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა სულ არ იყო სისტემური ცვლილება. მისი ამოცანა იყო პირადად სააკაშვილთან გარჩევა, სისტემა მან მთლიანად გადაიბარა, მიაჩნია, რომ სააკაშვილს ძალიან კარგი „მერედესი წაართვა“, თვითონ დაჯდა საჭესთან, ტარება ვერ ისწავლა ბოლომდე, მაგრამ ზის, ასიგნალებს, პედლებს ფეხს აჭერს და ჰგონია, რომ ეს არის საქმე. მე მასში ლიდერს ვერ ვხედავ. ის ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. მეტი საზრუნავი მას დღეს საქართველში არ აქვს“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია