fbpx

იან კელის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულია

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულია. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რუსეთის მოკავშირეა, იან კელიმ განაცხადა, რომ მსგავსი დასკვნების გაკეთების საფუძველი არ არსებობს. „მე ასე არ ვიტყოდი. მე მაქვს მათთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება და ამის საფუძველზე ვამბობ, რომ ისინი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულები არიან. არსებობს განსხვავება მოქმედ და წინა მთავრობას შორის, „ქართული ოცნება“ უფრო გახსნილია დიალოგისთვის, მაგრამ მე ამ პარტიას რუსეთის მოკავშირეს ვერ ვუწოდებდი. არ ვფიქრობ, რომ ამის რაიმე მტკიცებულება არსებობს“, – განაცხადა იან კელიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება