fbpx

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება ამ ომში საქართველოც იქნება ჩათრეული – მამუკა არეშიძე

ექსპერტი, მამუკა არეშიძე სომხეთის და აზეირბაიჯანის შორის სამხედრო დაპირისპირებას ეხმაურება.

როგორც ექსპერტი ვარაუდობს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ომში მთელი რეგიონი, მათ შორის საქართველოც იქნება ჩათრეული

„დღევანდელ ვითარებას შევაფასებდი, როგორც ძალიან მძიმეს, საერთოდ კონფლიქტების განახლება ხელოვნურია ხოლმე, როდესაც გააქტიურდება პროცესი, რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ნებაზეა ეს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ახლანდელი გააქტიურება და საომარ ფაზაში გადასვლა, მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება. აქ ჩანს თურქეთისა და რუსეთის ხელი და შეიძლება სხვისიც, მე აქ მტკიცებას ვერ დავიწყებ. ასეა თუ ისეა, თუ ეს კონფლიქტი არ ამოიწურება რამდენიმე დღეში და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული ამ ომში, მათ შორის საქართველოც. ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონს კატასტროფა ემუქრება. მოხდება ეს ასე, თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის ლოგიკა ამის თქმის უფლებას მაძლევს“, – განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდა არ დატოვებდა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია