fbpx



თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო-თეა წულუკიანი

მახსენდება, როდესაც მე ბიძინა ივანიშვილს ვახლდი ერთერთ მივლინებაში, სტრასბურგში, მაშინ ის ახლად დანიშნული, ახალარჩეული პრემიერი იყო და მას კითხეს სწორედ ასეთი ,,ანგარიშის“ ავტორებმა, ოღონდ ევროპელებმა, რომ რატომ წაართვი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იმედი თავის მესაკუთრესო. როდესაც ჩვენ გაგვეღიმა და ვუთხარით, რომ იმედი კი არ წავართვით, ჩამოვართვით იმას, ვისაც მიტაცებული ჰქონდა და დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, რაც რუსთავი 2-ის შემთხვევაში უკვე წლების შემდეგ თავად სტრასბურგის სასამართლოს ძალით ხელისუფლებამ მოახერხა, რომ დღეს რუსთავი 2 ეკუთვნის იმას, ვისაც წაართვეს წინა ხელისუფლების დროს, ევროპელებში გარკვეული დაბნეულობა იყო.

ჩემთვის დასკვნა არის მარტივი – ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ, მათ ქვეყნის შიგნით რესურსი ამოწურეს, ისინი არიან განწირული მარცხისთვის, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ ქართული ოცნება, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ პუტინის აგენტები, ადრე ვარიგებდით მაცივრებს და ტელევიზორებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი და ახლა ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას ვითომ პუტინის დავალებით.

ეს ყველაფერი სასაცილო და არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილი , ამას უკვე სრული სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, არის ჯერჯერობით ერთადერთი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო”-ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინთან მოკავშირეობაში ადანაშაულებს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია