მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაჭაში დაკარგული სამი გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და პედაგოგს დაუკავშირდა, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.
წყარომ კი აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელიდან თავადვე წაშალა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 15 ადამიანია დაღუპული. შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. სტიქიის ზონიდან, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა