თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური ახალსოფლის, ზარიძეებისა და დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლებს ესტუმრა, “ბოლო ზარის” ღონისძიებებს დაესწრო და მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
ლევან წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამაზე, რომელიც მისი ინიციატივით, მიმდინარე წლიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფულად წახალისებას უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე.
” დღეს ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღეა თქვენს ცხოვრებაში. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ სკოლის დამთავრებას. დარწმუნებული ვარ, ახლა განსაკუთრებული ემოციებია თქვენს გულში, ისევე როგორც მაშინ, როცა 12 წლის წინ პირველად შეაღეთ სკოლის კარი. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე – განათლება მოეცათ თქვენთვის. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და გამარჯვებებს ცხოვრების სავალ გზაზე. ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილები ყოფილიყავით. ” – განაცხადა ლევან წიკლაურმა სიტყვით გამოსვლისას.