fbpx

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა ისტორიის კონკურსი სახელწოდებით – „საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ“

კონკურსში მონაწილეობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლის 160 მოსწავლე, მათ შორის, თითოეული საჯარო სკოლიდან დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სამი გუნდი იყო წარმოდგენილი.

შეჯიბრებას ესწრებოდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, ასევე ესწრებოდნენ თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, რესურსცენტრის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.  

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

🔹 დაწყებითი საფეხური:
I ადგილი – სიმონიანთხევის საჯარო სკოლა
II ადგილი – ჟებოტის საჯარო სკოლა
III ადგილი – დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა

🔹 საბაზო საფეხური:
I ადგილი – ჟებოტის საჯარო სკოლა
II ადგილი – ღულელების საჯარო სკოლა
III ადგილი – ტუშურების საჯარო სკოლა

🔹 საშუალო საფეხური:
I ადგილი – დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა
II ადგილი – დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა
III ადგილი – სიმონიანთხევის საჯარო სკოლა

გუნდურ შეჯიბრებაში სამივე საფეხურის მოსწავლეთა ნაკრების ჯამური შედეგებით, გაიმარჯვა დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი დაიკავა ტუშურების საჯარო სკოლამ, მესამე ადგილი  – ახალსოფლის საჯარო სკოლამ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება