fbpx

თიანეთის მუნიციპალიტეტმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023-ში რეგიონის საუკეთესო მუნიციპალიტეტის სტატუსი მოიპოვა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში სპორტული ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარებისა და მიღწეული წარმატებისათვის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ თიანეთის მუნიციპალიტეტს სპეციალური პრიზი გადასცა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო-რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ, მადლობა გადაუხადეს მიღწეული შედეგებისთვის, შემდგომი წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი ელენე ზურაბიშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და სპორტის მასწავლებლები.

 შეგახსენებთ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტი მეორე წელია წარმატებით ასპარეზობს სასკოლო სპორტში.

 მიმდინარე წლის 24 და 26 ივნისს, ქალაქ სენაკში ჩატარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-ის დასკვნითი თამაშები ფრენბურთსა და ბადმინტონში, სადაც საქართველოს პირველობისთვის ჟებოტის, ზარიძეებისა და ღულელების საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები იასპარეზებენ.  წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ბავშვებს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება