fbpx



თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა-ნეკა დოროყაშვილი

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი რუსთავი 2-თან კომენტარს აკეთებს.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა.

როგორც დაზარალებული ქალი ამბობს, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი რაღაც საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი მისთვის გაუგებარია.

“ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებს, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა… არც მახსოვს, იმდენად აფექტში ვიყავი, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახოსვს, რომ მანქანაში ჩავჯექი. მამა გამომეკიდა რაღაც საგნით, არ მახსოვს რა საგანი ჰქონდა, ძალიან დიდი ტარი ჰქონდა”, 

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია