fbpx

თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა, სამწუხაროდ, მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს,- ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უკანონობაზე მერიისგან შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა სხვა მოქალაქეებს ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას, ვინც სჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება