fbpx



თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 22 მაისამდე ერთი კვირაზე მეტია დარჩენილი. ცერცვაძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ იქნება.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და მანამდე დაიდება პირველი შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ. ვიმედოვნებ, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება. მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი, ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სიძნელეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამან ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია