თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ახალგაზრდა ქალი მოკლა და 36 წლის მამაკაცი მძიმედ დაჭრა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კისისხევში მდებარე ერთ- ერთ ფერმაში მოხდა. პრაიმტაიმის ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცი მუცლისა და გულ- მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში, დაჭრილს, ექიმები ქურურგიულ ოპერაციას უტარებენ. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.წყარო ,,პრაიმ თაიმი,,