fbpx

თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები წარადგინა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, დღეიდან მისი მოადგილეები იქნებიან: – კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია.

ამავე ბრიფინგზე თეა წულუკიანმა მოადგილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია