fbpx

„თბილსერვის ჯგუფმა“ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების გეგმურ სამუშაოებს
ახორციელებს. ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩებსა და სადგურის
მოედანზე დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რომლის
ფარგლებშიც, სპეციალური ქაფით მოირეცხა წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და
თევდორე მღვდელის ქუჩები.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე, გაირეცხა ნაგავშემკრები კონტეინერები, ხოლო
აბასთუმნის ქუჩაზე ძველი ურნები ახლით ჩანაცვლდა.
დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი,
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, დიდუბის გამგებელი
ვლადიმერ ძნელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი ადგილზე
გაეცნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია