fbpx

თბილისში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა მარტში დამთავრდება

ლიეტუვას ერთ-ერთმა უმსხვილესმა მზის ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ Saulės grąža-მა, რომელიც ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დადო.

ხელშეკრულების თანახმად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აშენდება მზის ელექტროსადგური. პროექტის მიზანია მზის ელექტროენერგიის გამოყენების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება. ამავდროულად, ლიეტუვის პროექტის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება და განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში კომპეტენციების გადაცემა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.

„მზის ელექტროსადგურში მიღებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებისთვის. ასევე, დაყენდება მონიტორინგის სისტემები, რომელიც განსაზღვრავს აღჭურვილობის ეფექტურობას და ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების შეფასებას. დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 300 კილოვატი (kW) იქნება“ – ამბობს პროექტის შესახებ მინდაუგას გერულაიტი, “Saulės grąža”-ის გენერალური დირექტორი. მისივე თქმით, მზის ელექტროენერგიის წარმოებითა და ლიეტუვის ცოდნა/გამოცდილების გაზიარებით პროექტი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებას“.

პროექტის განმახორციელებლის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის ქალაქის წარმოსაჩენ ლოკაციაზე მშენებლობა დადებით გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელ დელეგაციებზე.

„შეხვედრები და ღონისძიებები, რომლებიც ორგანიზდება ქართველ პარტნიორებთან ერთად, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზებას და გაზის (CO2) გამოყენების შემცირებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვებრძოლოთ გლობალურ პრობლემებს“ – ამბობს მინდაუგას გერულაიტისი.

კომპანია “Saulės grąža”-თვის ეს პირველი პროექტი არაა საქართველოში. 2018 წელს, განხორციელდა პროექტი „ლიეტუვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მზის ელექტროენერგიის ტექნოლოგიებში“, რომლის ფარგლებშიც მზის ელექტროსადგური მოეწყო ქალაქ რუსთავის მერიასთან, ასევე თბილისის სკოლაში, თიანეთის რეგიონული ჯანმრთელობის ცენტრისთვის, ასურეთის ბაღისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის, თიანეთის სკოლის შენობისთვის.

მზის ენერგიის მზარდი პოტენციალი

„მზის ენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მდგრადი ელექტროენერგიის წყარო, რომელიც დადებით გავლენას ახდენს გარემოს დაცვაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ სფეროში ინვესტიციის განხორციელება“- ამბობს გერუტალისი. მისივე თქმით, საქართველოს აქვს შთამბეჭდავი გეოგრაფიული მდებარეობა – 280 მზიანი დღე წელიწადის განმავლობაში. „მზის სხივების გამოყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად უკვე ფართოდ გამოყენებადია. 2014 წლიდან 2018 წლამდე, 10-ჯერ გაიზარდა მზის ენერგიის გამომუშვების ოდენობა – 229 000-დან 2.4 მილიონ მეგავატ-საათი. აღსანიშნავია, რომ საქართველო სწორად მუშაობს ნიადაგის მოსამზადებლად განახლებადი რესურსების დასამკვიდრებლად და ქმნის ხელსაყრელ პოლიტიკურ-იურიდიული გარემოს ახალი ტექნოლოგიების გასავითარებლად, თუმცა დღემდე მზის ელექტროენერგიის გამოყენების მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა“.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მზის ელექტროსადგური მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს განახლებადი რესურსების განვითარებაში, ელექტროენერგიის წარმოების სექტორში და მნიშვნელოვნად შეამცირებს CO2 გამოყოფას რეგიონში. აღსანიშნავია, 20 წლის განმავლობაში მისი გამოყენება შემცირდება 3226,481 ტონით.

პროექტის ბიუჯეტი 383,730 ევროა (VAT-ის გარეშე). პროექტის ნაწილს – 240,376 ევროს ოდენობით (VAT-ის გარეშე) აფინანსებს ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების პროგრამა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ კონტრიბუციას ახდენს მზის ელექტროსადგურის მშენებლობაში. დაგეგმილისამებრ ეს დაახლოებით 83 260 ევროს შეადგენს.

“Saulės grąža” არის მზის ენერგიის მწარმოებელი ლიდერი კომპანია ლიეტუვაში. კომპანია სპეციალიზებულია განახლებადი ენერგიის ინტეგრირებაში ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, მალიში და სხვა ქვეყნებში. 2012 წლიდან “Saulės grąža”-მ განახორციელა 550 პროექტი და მთლიანობაში აწარმოა 15 MW. განხორცილებული და მიმდინარე პროექტების გათვალისწინებით ლიეტუვაში წარმოებული მზის ელექტროენერგიის 25 პროცენტს ეს კომპანია აწარმოებს

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია