fbpx

თბილისის მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5 ათასი ლარით დაეხმარება

თბილისის მერია ბიზნესის განვითარებისთვის მოქალაქეებს კიდევ ერთ დახმარებასსთავაზობს. საქმე ეხება ბავშთა დაბადების დღის გასართობ ცენტრებს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაზემ მთავრობის სხდომაზე ბავშვთა ცენტრებისთვის დახმარება დააანონსა.

თბილისის მერის განმარტებით, მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებ 5-5 ათასი ლარით დაეხმარება

„ბავშვთა გასართობი ცენტრებს გვინდა დავეხმაროთ 5-5 ათასი ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული, მათ მაქსიმალურად ექნებათ მხარდაჭერა.

განცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და გაგრძელდება 10 ივნისამდე. ასევე თბილისის მერიის ვებ-გვერდზე იქნება მითითებული დეტალები. დახმარებას მიიღებს დაახლოებით 70-მდე ობიექტი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძე ამბობს, ბავშვთა გასართობი ცენტრები ყველაზე მეტად დაიჩაგრა, რადგან მათ მალევე მოუწიათ დახურვა და თითქმის ერთი წელია არ ფუნქციონირებდნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება