fbpx

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

2023 წლის 21 ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს, ქალბატონ ნანა შარიქაძეს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მისი ხელმძღვანელობისას ვერ მოხერხდა ახალი რექტორის არჩევა, რადგან კონსერვატორიამ აირჩია სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უწყებასთან, კონფრონტაციის გზა, რაც სასამართლოში კონსერვატორიის მარცხით დამთავრდა.

ამჟამად, კონსერვატორია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვალდებულია 21 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადაში აირჩიოს რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც უზრუნველყოფს რექტორის ასარჩევად კონკურსის ჩატარებასა და გარდამავალ პერიოდში, სამინისტროსთან პარტნიორობის რეჟიმში, უხელმძღვანელებს დაწესებულებას.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირობები იხილეთ აქ: https://cutt.ly/gwEuTPvK

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება