fbpx

თამთა მეგრელიშვილი: ჩვენ ომის პირობებში მოვიგეთ მშვიდობა და ამ მშვიდობის მცველი იყო „ხალხის ძალა“ და სახელისუფლო გუნდი

„დიახ, ამ ტურბულენტურ ზონაში, ჩვენ პოლიტიკური პრაგმატიზმით და სიფრთხილით გავდივართ ამ პროცესებს. გავდივართ ისე, რომ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ, ეკონომიკური განვითარების, განათლების და სხვა მრავალი მიმართულებით“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“, როგორც მშვიდობის მცველი, არის სახელისუფლო გუნდის გვერდით და აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოება დატკბეს ამ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით.

„იმ ქაოტური პოლიტიკის ფონზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, ყველა ის სიკეთე, რომელმაც ასეთი ხელშესახები შედეგები დადო – დიახ, აღნიშვნის ღირსია და უნდა აღინიშნოს. არა მხოლოდ მთავრობის მეთაურის მხრიდან, არამედ, სახელისუფლო გუნდის და „ხალხის ძალის“ მხრიდანაც.

ჩვენ ომის პირობებში მოვიგეთ მშვიდობა. ამ მშვიდობის მცველი იყო „ხალხის ძალა“ და სახელისუფლო გუნდი. დღესაც, „ხალხის ძალა“, როგორც მშვიდობის მცველი, არის სახელისუფლო გუნდის გვერდით და აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში დავტკბეთ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით.

მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მადლიერი ვარ, დღევანდელი ხელისუფლების, სახელისუფლო გუნდის, „ხალხის ძალის“ იმ პრაგმატული პოლიტიკისთვის, რომელიც მათ გასწიეს და რომელსაც ინარჩუნებენ. ეს ძალიან რთული შესანარჩუნებელია იმიტომ, რომ დღის წესრიგიდან ომის თემა არ არის მოხსნილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ პოლიტიკურად ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

დიახ, ამ ტურბულენტურ ზონაში, ჩვენ პოლიტიკური პრაგმატიზმით და სიფრთხილით გავდივართ ამ პროცესებს. გავდივართ ისე რომ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ, ეკონომიკური განვითარების, განათლების და სხვა მრავალი მიმართულებით.

დიდი ბოდიში, მაგრამ ამაზე აღარც ვისაუბროთ? დიახ, წყალწაღებულია ოპოზიცია, რომელიც გაკოტრებულია, რომელმაც ვერ შეძლო თანმიმდევრული პოლიტიკური ცხოვრება სახელისუფლო გუნდთან ერთად. კეთილი ინებოს, ეს ყველაფერი დაინახოს და დააფასოს, ყოველ შემთხვევაში, თუ ვერ აღნიშნავს, სიჩუმე მაინც შეინარჩუნოს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება