fbpx

თამთა მეგრელიშვილი – “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დიდი ხანია უკადრებელს კადრულობს და მერე ოროსანი ბავშვივით კედელ- კედელ ემალება უმრავლესობას

თამთა მეგრელიშვილი – დღეს ენაზე მოადგა და საჯაროდ თქვა – “პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული“ და ყველაზე საგანგაშოა, რომ „მათ სათავეში რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე დგასო”. ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი არ არის რადგან ვერაფრით ამტკიცებს, მაგრამ თქვა და თვლის, რომ “გამგონს” გააგონა – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებას.

მისი თქმით, როცა არავითარ თამაშის წესს არ ცნობ და თავი მაინც “კაცი” გგონია მანდ უფერულდება შენი სახელიც, გვარიცა და პოლიტიკური “მრწამსიც” და უბრალოდ ერთი პოლიტიკური პიტალო ხარ!

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დიდი ხანია უკადრებელს კადრულობს და მერე ოროსანი ბავშვივით კედელ- კედელ ემალება უმრავლესობას.
დღეს ენაზე მოადგა და საჯაროდ თქვა – “პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული“ და ყველაზე საგანგაშოა, რომ „მათ სათავეში რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე დგასო”.
ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი არ არის რადგან ვერაფრით ამტკიცებს, მაგრამ თქვა და თვლის, რომ “გამგონს” გააგონა.
გააგონა საკუთარი გუნდის წევრებს, რომლებმაც შეაქეს- ” ბიჭო რა მაგარი ხარო”, რა ქნან მათ მეტი უკეთესი არავინ უნახავთ.
არც ის იციან, რომ პოლიტიკაშიც არსებობს გარკვეული თამაშის წესები, მორალურიც, დაუწერელიცა და დაწერილიც…
მოკლედ როცა სტრატეგია აღმაშენებელი ხარ და ამ დრომდე ერთი საჭირო ინიციატივაც არ გქონია;
რაიმე საქვეყნო საქმის გაკეთებაზე ხომ საუბარი ზედმეტია,
როცა არავითარ თამაშის წესს არ ცნობ და თავი მაინც “კაცი” გგონია მანდ უფერულდება შენი სახელიც, გვარიცა და პოლიტიკური “მრწამსიც” და უბრალოდ ერთი პოლიტიკური პიტალო ხარ!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება