fbpx

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს

საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს. მაგალითად საქართველოს მაჩვენებელი 24%-ით აღემატება უკრაინის და 30%-ით მოლდოვის მაჩვენებლებსაც, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ზემოთ ხსენებული მონაცემები, სხვა ხელშესახებ შედეგებთან ერთად არის ქართული სახელმწიფოს განვითარების ინდიკატორი.

„მსოფლიო ბანკმა მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებული გლობალური მონაცემები გამოაქვეყნა.
მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ასეთი შედეგი სადაც კეთილდღეობის ამ გლობალური საზომით საქართველომ გადაუსწრო ზოგად მსოფლიო მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს.
საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს. მაგალითად საქართველოს მაჩვენებელი 24%-ით აღემატება უკრაინის და 30%-ით მოლდოვის მაჩვენებლებსაც.
ეს მონაცემები სხვა ხელშესახებ შედეგებთან ერთად არის ქართული სახელმწიფოს განვითარების ინდიკატორი.
წარმატებები და განვითარების უწყვეტობა ჩვენს ქვეყანას!“ – წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება