“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმიანება.
მეგრელიშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო პოლიტიკაში, მეგობრებთან და მტრებთანაც ღირსებით საუბრობს და არავის მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს დესტაბილიზაციის.
“ფოტო ასახავს “იზოლაციაში მყოფი” მთავრობის მეთაურის, უმაღლესი დონის მიღებას NATO-ს წევრი უძლიერესი სახელმწიფოს და რეგიონალური ლიდერის – თურქეთის დედაქალაქში.
პოლიტიკაში ღირსებით, მეგობრებთან ღირსებით, მტრებთანაც ღირსებით საუბრობს ქართული სახელმწიფო და არავის, არავის მიეცემა შესაძლებლობა ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს დესტაბილიზაციის.
მინაწერი: ყველა ვინც ევროპულობას ამოფარებულნი საკანონმდებლო ორგანოს კართან მისი შემტვრევის იდეით დგახართ
და გწამთ რომ სახელმწიფო საქმეს აკეთებთ უბრალოდ პოლიტიკურად ორიენტაცია დაკარგულნი ხართ.
გონს მოდით! ღირსებით ჯობია სახელმწიფოს დაცვა და ევროპისაკენ სწრაფვა, მხოლოდ ღირსებით!” – წერს მეგრელიშვილი.