fbpx

თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: უფალმა დალოცოს ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი! ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება სხვა უდიდეს საგანძურთა სიას

უფალმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი! ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება სხვა უდიდეს საგანძურთა სიას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენას.

„ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.
„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ის მას ეროვნულ მუზეუმს გადასცემს!
ეს საგანძური ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.
უფალმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი!
ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება
სხვა უდიდეს საგანძურთა სიას“, – წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება