პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.
“მშვიდობის პოლიტიკა
მხოლოდ მოლაპარაკების სტრატეგიაზეა დაფუძნებული და ყველა დავა შეთანხმებით წყდება. “- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საზოგადოებას მორიგ დეზინფორმაციას აწვდის და ატყუებს, თითქოს დონალდ ტრამპი ბაიდენის მსგავს პოლიტიკას განაგრძობს საქართველოს მიმართ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამო.
თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, დონალდ ტრამპი მშვიდობის პოლიტიკის მომხრეა, ამ ტიპის პოლიტიკა კი ომს, შანტაჟს, მუქარასა და სანქციებს არ ითვალისწინებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ჯანსაღ კონკურენციას მოიცავს.
“ოპოზიცია ისევ
დეზინფორმაციით მანიპულირებს და
სასოწარკვეთილებაში
ჩავარდნილები, ცდილობენ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება კვლავ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ
. მათ ფაქტებად მოჰყავთ ტრამპის
კრიტიკული გამონათქვამები ჩინეთის საწინააღმდეგოდ და აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი განაგრძობს იგივე პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამო.
მსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს ასე არ იქნება, რადგან ტრამპი მოვიდა მშვიდობის პოლიტიკით და განაცხადა, რომ დაამთავრებს ომებს მსოფლიოში. მშვიდობის პოლიტიკა თავის თავში არ ითვალისწინებს არა მხოლოდ ომებს, არამედ, არც სანქციებს, შანტაჟებს, არც ისეთ კონფლიქტებს, რომელმაც შესაძლოა იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა.
მშვიდობის პოლიტიკა მხოლოდ მოლაპარაკების სტრატეგიაზეა დაფუძნებული და ყველა დავა შეთანხმებით წყდება. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ დონალდ ტრამპი თავად არის ავტორი “მოლაპარაკების ხელოვნების” ერთ-ერთი საუკეთესო თეორიის, რომლის ჰიპოთეზა ასეთია: -“ საუკეთესო მოლაპარაკება არის ის, სადაც ყველა მხარე კმაყოფილი რჩება”. ასე რომ, მინდა მოლოდინები გავუცრუო ცუდ დღეში ჩავარდნილ ოპოზიციას და ვუთხრა, ბაიდენის ადმინისტრაციას არ უნდა დაეშვა ახალი ეკონომიკური გაერთიანების და არც რუსეთ-ჩინეთის კავშირის შექმნა. ეს უკვე მოხდა და სავარაუდოდ, ტრამპის მეთოდიდან გამომდინარე, მისი პოლიტიკა იქნება ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული უპირატესობის მოპოვება და არა ისეთი, ჩვენს ოპოზიციას რომ ჰგონია,”-წერს თამარ ჩიბურდანიძე.