პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გაეროს ასამბლეის 79 -ე სესიას და პრემიერ- მინისტრის გაეროს სესიაში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, თუ ვის ჩამოართმევს ხელს პრემიერი და ვინ როგორ გაუღიმებს“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის გაეროს 79-ზე სესიაზე გამოსვლას ელიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი რანგის შეხვედრები არ ექნება. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ – მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტთან არის მიწვეული და შესაბამისად, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ექსპერტის თქმით, გაეროს 79- ე სესია მნიშვნელოვანია, რადგან საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები გლობალურ პოლიტიკურ ველზე, რა გავლენას იქონიებს ეს უკრაინასა და ისრაელში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოზე. “ოპოზიციის წარმომადგენლებს მოსვენება აქვთ დაკარგული, რას იზამს ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეის 79-ე სესიაზე? როგორ დახვდებიან მას ამერიკაში და რა გზავნილებით დაბრუნდება პრემიერი საქართველოში? ისიც კი განაცხადეს, რომ კობახიძეს მაღალი დონის შეხვედრები არ ექნებაო, არადა, თავად ამერიკის პრეზიდენტთან არის მიწვეული, სხვა სტუმრებთან ერთად. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვის ოპოზიცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას იტყვის პრემიერი გაეროში და რა რეაქცია მოჰყვება მის გამოსვლას. ფაქტია, დღეს ყველას ყურადღება გაეროსკენაა მიპყრობილი, საიდანაც ახალი გლობალური წესრიგის, ახალ მესიჯებს გავიგებთ. იქნება თუ არა გაეროს 79-ე სესია რაიმე ახლის მთქმელი? მოახდენს თუ არა ეს სესია მიმდინარე ომის პოლიტიკის შესუსტებას თუ პირიქით, ომი კიდევ უფრო გაძლიერდება? რა გავლენას იქონიებს ეს უკრაინის და ისრაელის პროცესებზე, რომელიც საგრძნობლად შეცვლის გლობალურ პოლიტიკურ რაკურსს და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე? ჩვენ ეს კითხვები გვაინტერესებს, ოპოზიციას კი მხოლოდ ის, თუ ვის ჩამოართმევს ხელს პრემიერი და ვინ როგორ გაუღიმებს. ოპოზიცია ჩასაფრებულია იმაზე, რომ მათივე სიტყვებით “ანტიამერიკული” კამპანიის ერთგვარი შედეგებით დატკბნენ, თუმცა, ტყუილად ელიან. ამერიკაში ჩვენზე კარგად იციან ჩვენი ფასი. ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ისევე სჭირდება ძლიერი ამერიკა აღმოსავლეთის ძალთა დასაბალანსებლად, როგორც ძლიერი სუვერენული საქართველო რეგიონში და ევროკავშირში. მჯერა, ასეთი ქვეყნის სახელით წარდგება პრემიერი გაეროში და ოპოზიციის ყველა მოლოდინს დაამსხვრევს,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.