fbpx

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციას მიმართავს

„ჩვენ, ვისაც ივანიშვილის გაშვება გვინდა, საქმე გვაქვს ხალხთან და არა ერთმანეთთან. მინდა დროზე ამოიწუროს ბოიკოტის საკითხი და საქმეს მივხედოთ, ხალხში გავიდეთ. ერთმანეთს კი არ ელაპარაკონ – ხალხს ელაპარაკონ. ხომ ირტყით მჯიღი ისე, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არცერთს გიფიქრიათ რას სიმძიმის აწევას ცდილობდით, როცა ბოიკოტს აცხადებდით – ახლა, კეთილი ინებეთ და აწიეთ ის, რა მოლოდინიც ამომრჩეველს გაუჩინეთ.

ამის შემდეგ – დიდი საპროტესტო კამპანია უნდა დავიწყოთ კარდაკარით. დავკიდოთ გაზაფხულზე ვადამდელის მოთხოვნით საპროტესტო აქციის თარიღი. მანამდე გავიშალოთ ყველა – პარტიებიც, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, და ისე გავაკეთოთ რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს, სადაც არ მივედით და ავუხსენით:

რა გვინდა? რას ვიცავთ? ვისგან ვიცავთ? ამომრჩეველი რას მიიღებს. მედიას როგორ არ აქვს მნიშვნელობა – აქვს. მაგრამ მედია არ ანაცვლებს პირად კონტაქტს. მითუმეტეს ახლა – როცა ინფორმაციის ზღვა მოედინება ტელევიზორიდან, ტელეფონიდან, კომპუტერიდან. არაფერი ანაცვლებს პირად კონტაქტს” – წერს ჩერგოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება