fbpx

თაკო ჩარკვიანმა გადაწყვეტილება შეცვალა და პარტიის დაფინანსება მოითხოვა

ზუსტად სამი კვირის წინ, 4 ნოემბერს „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი კატეგორიული იყო განცხადებაში, როცა ირწმუნებოდა, რომ ის საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებდა.

, გავიხსენოთ ციტატა 3 კვირის წინანდელი განცხადებიდან:

„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ავიღებთ იმ დაფინანსებას, როცა ჩატარდება ახალი, ლეგიტიმურად, ტექნოლოგიების დაცვით, რასაც ვითხოვთ, არჩევნები. იმ ჩვენს კუთვნილ დაფინანსებას პატიოსნად ავიღებთ. გაყალბებული არჩევნებიდან არაფერი არ გვჭირდება“.

ზუსტად 21 დღეში მან პოზიცია რადიკალურად შეცვალა და აღმოჩნდა, რომ მისი და გიორგი ვაშაძის ბლოკი წლიურად, 400 000-ლარიან დაფინანსებას ითხოვს.

დღეს მისი განცხადება ასე ჟღერს:

„დაფინანსების არმიღებაზე კატეგორიულად ვერავინ ისაუბრებდა. ჩვენ ვამბობთ, რომ პარლამენტში კატეგორიულად არ შევალთ. ძალიან რთული თემაა, ჩვენც ძალიან გვიმძიმს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ახლადშექმნილი, კარგი პარტიები შეიძლება გაქრეს და ეს არის აბსოლუტურად ივანიშვილის და ხელისუფლების ინტერესში.

დაფინანსებას მოჰყვება თავისი ფილიალები. პარტია, მით უმეტეს, ბლოკმა შეიძლება საერთოდ ნებისმიერი ფინანსის გარეშე ფილიალები დახუროს და საერთოდ გაქრეს. ყველამ რომ უარი თქვას დაფინასებაზე, ეს ჯიბის ფული კი არ არის, ეს არის პარტიების დაფინანსების თანხა, რომელიც ოფიციალურად ფორმდება. 

ეს არის საოფისე, პარტიული საქმიანობის თანხა. ახლადშექმნილმა სუფთა პარტიებმა, რომლებიც არ იკვებებიან შავი და ჭუჭყიანი ფულით, შეიძლება მიწისაგან პირისა აღიგაოს და ამდენი წლის თუ თვეების ნაშრომი წყალში ჩაიყაროს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია