fbpx



თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ერთიან კანდიდატად არ განიხილება-გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიათაკო ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურაა

ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელიც საპროტესტო ელექტორატს შეკრებს.

ბოკერიას თქმით, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ერთიან კანდიდატად არ განიხილება.

„დგანან და ელიან, მაგრამ, არა. რომელი კლასიკოსის სიტყვებია არ მახსოვს. რატომ არა? არ არის შეჯერებული, არც განხილულა არც ერთი პარტიის მხრიდან, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და კოალიციის მხრიდან ეს კანდიდატურა არც განხილულა.

მე გითხარით, როგორი კანდიდატურები გვინდა. პირად სიმპატიებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ, მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც შეკრიბავს საპროტესტო ელექტორატს. ანუ, არ იქნება კარგი თუ ცუდი გაგებით კონტროვერსიული, თან რომელიც გამოხატავს მრავალფეროვნებას და ვწუხვარ, რომ ქალბატონი თაკო არ განიხილება“,- განაცხადა ბოკერიამ.

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ „ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიცია“ მას კანდიდატს არ დაუყენებს.

ამასთან, ჩარკვიანის განმარტებით, გიგა ბოკერიას ყველაზე მეტად აწუხებს ის კანდიდატი, რომელიც გულწრფელად იბრძვის მისი მზაკვრული გეგმის წინააღმდეგ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია