ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი “კანონის და სამართლის” პარლამენტში დღეს მოწყობილ სანახაობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“თაკომ აიწყვიტა, თაკო დააბით!
😆
- თაკომ პრემიერის გამოსვლა მოისმინა და გაგიჟდა, სრული კატასტროფა იყოვო, ღარიბაშვილი სამშობლოს მართმევსო!
- თაკოს რევოლუცია სწყურია, ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებთო. ერთი რევოლუცია არ ეყო, მეორე უნდა!
- თაკოს სისხლიც სწყურია. ქართველი ხალხი გამოვა და სისხლს დაღვრისო. თაკომ ერთხელ რომ დაღვარა სისხლი, ის ვითომ არაფერი, იგივეს გამეორება უნდა, მაგრამ ვერ ეღირსება, ქართველი ხალხი მაგაზე იცინის, ქართველ ხალხს სიმშვიდე უნდა!
- თაკო ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს და იმ რუსეთს ებრძვის, რომლის კალთაშიც გაიზარდა!
- თაკო ისტერიკაშია, სამშობლოს ვერ წამართმევთო. თაკო დაკომპლექსებულია, სულ ჰგონია, რომ რაღაცას ართმევენ. როცა მთელი ცხოვრება გაძლევენ, გაძლევენ და გაძლევენ, მერე გეშინია, არ წაგართვან. მას ერთხელ უკვე წაართვეს თითქმის განაღდებული კულტურის მინისტრის მოადგილეობა და მას მერე შოკშია!
- აქ უკვე ვეღარ გავუძელ, გადავრთე, ნეტავ რაც მოვისმინე, არ მომესმინა, თაკო უფრო დამძიმებულა.
ვიიიიიიიიიიშ!!!
😆
რევოლუცია არა, შაშა, კოლა და მიხა, ქალო, შედი ,,ბუტკაში”! წერს გელა ზედელაშვილი.