fbpx

თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირი გაიმართა

თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის
გამართული სპორტული ტურნირი დასრულდა. ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში
სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში – ფეხბურთში,
ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ძალოსნობაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს თასები და
მედლები თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, მე-4
მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ, თავდაცვის
ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა შალვა მთვარელიშვილმა, მე-4
მექანიზებული ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა კახაბერ ლაბაძემ და მე-5 საარტილერიო
ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა დავით ბარბაქაძემ გადასცეს. ტურნირი ორი დღის
განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სპორტული
შეჯიბრი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომავალშიც გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება