დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული აქტიურად
მიმდინარეობს. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, კვირეულის ფარგლებში
პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში –
მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში – ცურვასა და
შაშხანით სროლაში.
მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო
ცენტრში პარაკალათბურთის შეჯიბრი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური
მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი უჯმაჯურიძე, თავდაცვის ძალების მთავარი
სერჟანტი, მთავარი სერჟანტი – გიორგი გოგოჭური და სხვა სამხედრო მოსამსახურეები
დაესწრნენ.
გამარჯვებული გუნდების წევრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა
და ბრინჯაოს მედლები გადასცეს. უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ვიცე-პოლკოვნიკი
გრიგოლ მინაგორაშვილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს – 30 ივნისს
აღნიშნავს. კვირეული, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა
და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.