fbpx

თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოსსტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა.GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინოინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტისხელმძღვანელობით ჩატარდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროსამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველეჰოსპიტალში – ROLE2F „დიდგორი მედევაკით“ ევაკუაცია, შემდეგ კი, ვერტმფრენითსამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა.სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეპაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალიირაკლი ჭიჭინაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წევრები, თავდაცვისატაშეები, აშშ-ის ევროპის სარდლობის ავიაციის ძალებისა და აზერბაიჯანისშეიარაღებული ძალების მთავარი ექიმები, თავდაცვის ძალებისა და ლუგარის სახელობისსამედიცინო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ.ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედროსამედიცინო მიმართულების განვითარებაში შეტანილი წვლილის, სწავლებისწარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის მედლებით „ღირსეული პარტნიორი“პოლკოვნიკი იურგენ მუნტენაარი და ვიცე-პოლკოვნიკი ივონ ზიბერტი დააჯილდოვა.GEOMEDEX 24-ში მე-4 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული.ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების დაუკუკავშირის (OCC E&F) პროცესის სერტიფიცირებისათვის ემზადება. ქვედანაყოფისსაწყისი ოპერატიული შესაძლებლობები (IOC) ევროპის მულტინაციონალურისამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის შემფასებელთა ჯგუფის მიერ ეროვნულ დონეზედადებითად შეფასდა, ასეული ნატოს საბოლოო ოპერატიული შესაძლებლობებისსერტიფიცირებას (FOC) 2025 წელს ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაივლის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება