fbpx

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი
მათიაშვილმა მოადგილეებთან და მთავარ სერჟანტთან ერთად, 9 აპრილის
მემორიალი ყვავილებით შეამკო. სამხედროებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი
მიაგეს და 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო
კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,
ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან
გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება