fbpx

თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აძლიერებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის
ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“
ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების
ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო
გაღრმავებას ითვალისწინებს. მისი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის
შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული
სულისკვეთების გაღრმავებაა.
განახლებული მემორანდუმი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრებს,
კონსულტაციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას გულისხმობს. ასევე,
„გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივ
ორგანიზაცია „აისის“ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავდაცვის ძალებში დაგეგმილ
სხვადასხვა სწავლების საჩვენებელ ღონისძიებებში ჩაერთონ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის
ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,აისთან“
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გააფორმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია