fbpx

თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ დედებს სიტყვით მიმართვისას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნისთვის მრავალშვილიანი ოჯახების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების დასასრულს მრავალშვილიანმა დედებმა მინისტრისგან საჩუქრად ყვავილების თაიგულები და სასაჩუქრე ბარათები მიიღეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება