fbpx

ზურა მამუკა ხაზარაძეს შეხვდა, როგორ თხოვა იქნებ სესხი გამიკეთო, სახლი არ დავკარგო, არ გაუკეთა ,ძალიან ნაწყენი იყო -ქეთი ვადაჭკორია

საქართველოში არ არსებობს ადამიანი. არ უყვარდეს, ან არ მოწონდეს ზურა დოიჯაშვილის ნამღერი, ,,მისი ცნობილი ჰიტები ,,მელიქიშვილის გამზირი,, ,,თბილისო,,

ზურა, გარდა იმისა რომ არის კარგი მომღერალი ,არის კარგი ადამიანი, თბილისის ყველაზე ძველ უბანში

სოლოლაკში გაზრდილი , ქალაქელი კაცი, მეგობრების სული და გული, დაუზარებელი, კარგი იუმორის პატრონი, მეგობრის გამო დაუფიქრებლად შეუძლია საკუთარი თავის გაწირვა ,რაც ბევრჯერ გაუკეთებია, ზურასთვის თბილისი ცალკე ისტორიაა, ცალკე სამყარო, უთბილისოდ ვერ წარმოუდგენია ცხოვრება!

მისი შემოსავლები, მის მრავალსულიან ოჯახს არ ყოფნიდა, სიმღერით ოჯახის რჩენა ძნელია,ამიტომ მოუწია იმ სახლის დაკარგვა, სადაც ცხოვრობდა .

სახლის გადასარჩენად წავიდა ისრაელში ოჯახით, მუშაობა დაიწყო აეროპორტში,მუშაობდა მისი მეუღლეც , მაგრამ ჯანმრთელობა გაუუარესდა და დღეს ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.

ვესაუბრეთ მის მეუღლეს ქეთი ვადაჭკორიას: ზურას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და სამი კვირის წინ გადავიყვანეთ კლინიკაში, დიაგნოზით ფილტვების და ბრონქების ობსტრუქცია, სხვა თანმხლები დაავადებები გული, დიაბეტი და გართულდა, ახლაც აპარატზეა შეერთებული, -ზურასთვის საქართველოს გარეშე ცხოვრება ძნელია, არადა რომ ჩამოვიდეთ, თავშესაფარიც აღარ გვაქვს.

ზურა წასვლამდე მამუკა ხაზარაძეს შეხვდა, როგორ თხოვა , იქნებ დაბალპროცნტიანი სესხი გამიკეთო ბანკიდან, სახლი არ დავკარგო და არ წავიდე ქვეყნიდანო ,არ გაუკეთა , ძალიან ნაწყენი იყო.

-ერთი თხოვნა მაქვს საქართველოს მთავრობასთან,პირადად თბილისის მერთან კახა კალაძეთან,იქნებ გულთან მიიტანონ ჩვენი თხოვნა და ზურა თუ გადარჩა ,ჩამოვიყვანოთ თბილისში,იქნებ სესხი გაგვიკეთონ ბანკიდან.

იქნებ საკუთარი ჭერი გვქონდეს,ზურა უთბილისოდ ვერ იცოცხლებს! მადლობა გულშემატკივრებს ,ყველას, ვისაც ზურა გიყვართ და გვამხნევებთ. სასწაულები იქნებ მოხდეს, უფლის ნებით და სამშობლოში ცოცხლები დავბრუნდეთ! ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება