fbpx

ზურაბ ქადაგიძე შალვა ნათელაშვილზე-ჯერ იყო და კრემლს “დაკლადებს” უგზავნიდა ჩემზე კარგი მსახური საქართველოში არ გეყოლებათო, მერე მერაბიშვილს მიეკედლა და რაც ვანოს “კარმუშკა” დაეკეტა, გაფაციცებით ეძებს ახალ პატრონს

„ამას შემოაკლდა “მაყუთი” და საშოვარზე გავიდა?! „- ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე შალვა ნათელაშვილის აშშ-ს კონგრესში გამოჩენას. როგორც ქადაგიძე წერს, ნათელაშვილი გაფაციცებით ეძებს ახალ პატრონს. მისივე თქმით, დიდი ძებნის შემდეგ, ახალი სორო იპოვა შტატებში, რიგითი კონგრესმენის ჯიბეში. „ამას შემოაკლდა “მაყუთი” და საშოვარზე გავიდა?! ჯერ იყო და კრემლს “დაკლადებს” უგზავნიდა ჩემზე კარგი მსახური, საქართველოში არ გეყოლებათო, მერე მერაბიშვილს მიეკედლა და ვანომაც “კუდ-ზე” გამოიბა და 2012 წლის შემდეგ, რაც ვანოს “კარმუშკა” დაეკეტა დაყიალობს ასე, ხელგაწვდილი მათხოვრობს ფინანსურ თავშესაფარსა და გაფაციცებით ეძებს ახალ პატრონს. ჰო და დიდი ძებნისა და ბოდიალის შემდეგ, ახალი სორო იპოვა შტატებში, რიგითი კონგრესმენის ჯიბეში.“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება