fbpx

ზურაბ ქადაგიძე: რა გამოდის, რომ მამუკა ხაზარაძის დაპირების თანახმად საქართველოს ბიუჯეტის 35 % საპენსიო ფონდი უნდა იყოს? როგორ? რანაირად?

მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აცხადებს ხაზარაძე ისეთივე პოლიტიკურ დაპირებებს გასცემს, როგორი თაღლითია სამართლებრივად.

„პოლიტიკური ჩარჩი” მათემატიკაშიც ჩარჩია… ეს ხანდაზმული თაღლითი პირობას დებს, რომ პენსიას 1000 ლარამდე გაზრდის. ანუ საქართველოში 838 000 პენსიონერია და შესაბამისად- თვიურად საპენსიო ფონდი 838 000 000 ლარი გამოვა, ხოლო წელიწადში 11 მილიარდ ლარს მიაღწევს.

რა გამოდის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 35 % საპენსიო ფონდი უნდა იყოს? როგორ? რანაირად? ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა, თავდაცვა, განათლება, ადმინისტრაციული ხარჯები?!

მოკლედ, რა თაღლითებიც სამართლებრივად არიან, ისეთივე პოლიტიკურ დაპირებებს გასცემენ. P.S. მიდი მამუკა, შენი რა მიდის?! ჭკუათმყოფელი შენ ხმას, მაინც არ მოგცემს და 1500 ლარი გახადე რა პრობლემაა?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე FACEBOOK-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება