fbpx

ზურაბ ქადაგიძე კორუფციის აღქმის ინდექსზე – რა პარადოქსია, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი ფილიალი საპირისპირო დასკვნებს აქვეყნებს ხოლმე, კაპიტანი გიგაური კი პირდაპირ მტრობს სახელმწიფო ინტერესებს

„ისე, რა პარადოქსია, როცა ამ ორგანიზაციის ადგილობრივი ფილიალი საპირისპირო დასკვნებს აქვეყნებს ხოლმე, კაპიტანი გიგაური კი პირდაპირ მტრობს სახელმწიფო ინტერესებს“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ ექვს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ევროპულმა ოფისმა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერია – მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ექვს ქვეყანას უსწრებს.

ისე, რა პარადოქსია, როცა ამ ორგანიზაციის ადგილობრივი ფილიალი საპირისპირო დასკვნებს აქვეყნებს ხოლმე, მაშინ, როცა კაპიტანი გიგაური პირდაპირ მტრობს სახელმწიფო ინტერესებს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება