fbpx

ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენაზე: ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართ ველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა -მისი ყველა ნაბიჯი და ნამოქმედარი ქართულ სახელმწიფოს ხმარდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ საქართველოსთვის გაწეული ამაგი, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ქადაგიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველა ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ქვეყანას ხმარდება.

„ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.
არ ვიცი, რა უნდა თქვა და როგორ გამოხატო მადლიერება ასეთი დიდი ქართული საქმის წინაშე.
ამიტომაც არის, რომ ყველა გადამთიელი თუ ადგილობრივი ნაძირალა ებრძვის ამ ადამიანს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედსა და ფილანთროპზე გაცილებით მეტია.
მისი ყველა ნაბიჯი და ნამოქმედარი ქართულ სახელმწიფოს ხმარდება!“- წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება