fbpx

ზურაბ ქადაგიძე-“ატლანტიკური საბჭოს” კვლევით, საქართველო არა თუ მოლდოვა-უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს უსწრებს და თავისუფალი ქვეყნების უმაღლესი კატეგორიის ჩამონათვალშია

ამიტომაც, ტყუილია ის აბსურდი, რომ ვიღაცებმა დასავლეთში არ იციან რეალობა

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “ატლანტიკური საბჭოს” კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, თითქოს ორი რეალობაა-ერთი პოლიტიკური ინსინუაციებით აღქმული და მეორე, ფაქტების კონსტატაციით დამტკიცებული. ამიტომაც, ტყუილია ის აბსურდი, რომ ვიღაცებმა დასავლეთში არ იცოდნენ ან არ იციან რეალობა.

„მითი – დასავლეთში არ იციან რეალობა და არასაკმარის ინფორმაციას ფლობენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მაშინ დაინგრა, როდესაც ჯერ კონგრესის განხილვაზე, “მეგობარი აქტის” სახელით ყველაზე არამეგობრული სურვილები გააჟღერეს, უკრაინიზაციაზე მიგვითითეს და შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, დამოუკიდებელი კანონშემოქმედებისთვის სანქციებით დაემუქრნენ.
ამის შემდეგ, ევროპელებმა სიამაყით განაცხადეს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა და მზადაა მოლაპარაკების დასაწყებად, ხოლო საქართველო ვერ ასრულებს ვალდებულებებს.
ამ ყველაფრის ფონზე, “ატლანტიკურმა საბჭომ” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო არა თუ მოლდოვა-უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს უსწრებს და თავისუფალი ქვეყნების უმაღლესი კატეგორიის ჩამონათვალშია.
თითქოს ორი რეალობაა არა?!
ერთი პოლიტიკური ინსინუაციებით აღქმული და მეორე, ფაქტების კონსტატაციით დამტკიცებული!
ამიტომაც, ტყუილია ის აბსურდი, რომ ვიღაცებმა დასავლეთში არ იცოდნენ ან არ იციან რეალობა.
სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ტელევიზიების დარბევა, ბიზნესის რეკეტი, პატიმრებისა და მოქალაქეების წამება, ზუსტად, რომ ნაც-მოძრაობის პატრონების სრული კონტროლითა და მათი მხრიდან ნებადართულ ღონისძიებებს წარმოადგენდა, სრული გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურას დაქვემდებარებისა და მონური მორჩილების სანაცვლოდ!
სულ მცირე, დამოუკიდებელი მედია-იმედის დარბევაზე თუ გახსენდებათ მკაცრი განცხადება( სანქციებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია), მაშინ ხომ დემოკრატიის შუქურად გვასაღებდნენ სააკაშვილის მთავრობას?!
უკრაინას, რომ თავი დავანებოთ, სულ რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში, დაიხურა ოპოზიციური მაუწყებლები და საზოგადოებრივი აზრის, მონოპოლიზაცია ხდება, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან. ჰო და ეს ყოფილა დასავლური დემოკრატიის უმაღლესი გამოვლინება.
ამიტომაც, აღარაფერია გასაკვირი, რომ მართვის ბერკეტების დაკარგვის შიშით, შტატები არა თუ საქართველოს, ჰააგის სასამართლოსაც კი სანქციებით ემუქრება!
ფაქტობრივად, დასავლური აბსურდი, რომელსაც შტატების დღევანდელი “გამობაიდენებული” ადმინისტრაცია ასაზრდოებს გაღმაა გასული, მარილზე!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება