fbpx



ზუბალაშვილების ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში,   ძმ. ზუბალაშვილების  ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„მთაწმინდის რაიონში მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გავამაგროთ ყველა სახლი და ადგილობრივ მოსახლეობას გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. წელს, უკვე შვიდი სახლი გავამაგრეთ, ხუთის გამაგრება კი მიმდინარეობს. მსგავსი პროექტების განხორციელება წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამაჟამად, აღნიშნულ შენობაში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197  ათასი ლარი დაიხარჯება.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია