fbpx

ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ: თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით

„ერისთვის მნიშვნელოვან ცვლილებად“ აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში განსახილველ საკანონმდებლო პაკეტს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს ცვლილებები, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არა მხოლოდ ქართველი ექიმები, არამედ ამერიკელი პედიატრებიც გამოდიან და აკრძალვას ისინიც აუცილებლად მიიჩნევენ. „საკანონმდებლოს გარდა, ეს არის ერისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება და სწორედ ამიტომ, ის უნდა აისახოს კონსტიტუციაში. თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით ამერიკაში და შესაბამისად, ევროპაშიც,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება