„ბოლო პერიოდში “რადიო თავისუფლების” ქართული ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიების ქვემოთ, ეტყობა თავის გადაზღვევის მიზნით, გამოჩნდა განმარტება: “ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.” სინამდვილეში კი ბლოგების შინაარსიც და პათოსიც მთლიანად ემთხვევა რედაქციის პოზიციას.“-ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსის თქმით, რედაქციის პოზიცია სრულ თანხვედრაშია აქაურ პარტიულ-ოპოზიციურ მედიის პოზიციასთან და მიზანთან – არსებული ხელისუფლების დამხობა.
„ბოლო პერიოდში “რადიო თავისუფლების” ქართული ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიების ქვემოთ, ეტყობა თავის გადაზღვევის მიზნით, გამოჩნდა განმარტება: “ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.”
სინამდვილეში კი ბლოგების შინაარსიც და პათოსიც მთლიანად ემთხვევა რედაქციის პოზიციას. სხვანაირად რომ იყოს, გარწმუნებთ არ გამოაქვეყნებდნენ. თავად რედაქციის პოზიცია კი სრულ თანხვედრაშია აქაურ პარტიულ-ოპოზიციურ მედიის პოზიციასთან და მიზანთან – არსებული ხელისუფლების დამხობა.
იმიტომაც არის რომ ბლოგის ავტორები მხოლოდ “ცალ ფეხზე მდგომთა” შემადგენლობიდან რომ არიან
NB. “რადიო თავისუფლება” აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.