fbpx

ვისაც აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს-კახა სამხარაძე

სამგორის რაიონის გამგეობა დაეხმარება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლის შენობის დემონტაჟიც განხორციელდა. ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელიმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა

კახა სამხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველებმა გამგეობას განცხადებით უნდა მიმართონ.

“კონკრეტულად, ვისაც დახმარება სჭირდება ჩვენი მხრიდან, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს. განაცხადის საფუძველზე გამგეობა გასცემს პასუხს. ვინც სოციალურად შეჭირვებულია და სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება ინიდივიდუალურად შემოაქვს განცხადება, ამ განცხადების საფუძველზე ვიწყებთ განხილვას. გამგეობა ქირას საკმაოდ ბევრ ადამიანს უხდის სამგორის რაიონში. უნდა იყოს სამგორის მცხოვრები, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ არ არის სამგროში ჩაწერილი, სხვაგან ხომ იქნება ჩაწერილი “,-განაცხადა კახა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია