fbpx

ვინც დანიელსონის დადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება-ლევან იოსელიანი

ველოდები, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს შეთანხმებას და მათ პარლამენტში ვიხილავთ,- ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე – სპიკერმა  ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ დოკუმენტს ხელს „ქართული ოცნებაც“ მოაწერს. მისივე თქმით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს და ამაში პოლიტიკურ მხარეებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

„დანიელსონმა თქვა, რომ დადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს კრიზისის გადაჭრას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ – არა. ვინც დანიელსონის დადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე.

მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამიტომ ველოდები, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. იმედი მაქვს, ხელს „ქართული ოცნებაც” მოაწერს,”- განაცხადა იოსელიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება